თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...
|
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედეგები კომპანიის ოთხივე წარმომადგენლობის მიღწევების მიხედვით შეჯამდა. საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი და აზერბაიჯანი - კომპანიამ ოთხივე ქვეყანაში დაამტკიცა, რომ ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ღონისძიება მაროკოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან საიმპერატორო ქალაქ მარაქეშში გაიმართა.
რუსუდან გრძელიძე „ვოლვო ქარ კავკასიის“ კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის მიღწევები და აღიარება, რომელიც მაროკოში მივიღეთ. ჩვენივე რეკორდი გავაუმჯობესეთ და Excellence Club-ის ჯილდო კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ. ბაზრის წილისა და გაყიდვების ზრდა, მომხმარებელზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სერვისი, სიახლეების დანერგვა და Volvo Cars-ის გლობალური სტანდარტების შესრულება - შარშანდლის მსგავსად, წელსაც 30-მდე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოგვიწია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტი იყო კონკურენტების რაოდენობა.
„ვოლვო ქარ კავკასია“ რეგიონული წარმომადგენლობაა და, შესაბამისად, ჩვენი კომპანიის წარმატება თითოეული ქვეყნის მიღწევებზეა დამოკიდებული. სირთულეები ყველა ქვეყანაში იყო, თუმცა ახალ, 2025 წელს საუკეთესო შედეგებითა და სამომავლო გეგმებით შევხვდით, რაც მაროკოში შეკრებილ Volvo Cars-ის წარმომადგენლებს სრულად გავუზიარეთ. ზედიზედ მესამედ Excellence Club-ის ჯილდოს მოპოვება, ცხადია, ჩვენი გუნდისა და რეგიონული პარტნიორების დამსახურებაა, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ საუკეთესოს სტატუსი შევინარჩუნოთ“.
Volvo Cars EMEA-ის პირველი დღე გამოცდილების გაზიარებას, ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებზე საუბარს, მსოფლიო ტენდენციებსა და Volvo Cars-ის სამომავლო გეგმებს დაეთმო. მეორე დღე კი სრულად დაჯილდოების ცერემონიას მიეძღვნა. Volvo Cars EMEA-ს ღონისძიება მერვედ გაიმართა, აქედან სამჯერ ბიზნესკონფერენციის ფოკუსში სწორედ „ვოლვო ქარ კავკასია“ იყო.
პოზიციების დათმობას „ვოლვო ქარ კავკასია“ არც მიმდინარე, 2025 წელს აპირებს. უახლოეს გეგმებშია სამოდელო რიგის გაფართოება. მათ შორის არის EX90, ES90, განახლებული XC60, რომელიც ბაზრებს ეტაპობრივად მიეწოდება.
ზაფხულისთვის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის მოყვარულებს კიდევ ერთი სიახლე ელოდებათ. უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარე ულტრათანამედროვე შოურუმში მათ 7 მგზავრზე გათვლილი SUV, სრულად ელექტრული EX90 დახვდებათ.
ვითარდება წარმომადგენლობები მეზობელ ქვეყნებშიც. თბილისის შემდეგ Volvo Retail Experience კონცეფციით შოურუმი და მომსახურების ცენტრი იქნება ბაქოშიც. გახსნის ოფიციალური ცერემონია მაისში იგეგმება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები