0 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახეთში პოლიციამ ერთი პირი 1 კილო ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა კახეთში ერთი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ერთი კილო ნარკოტიკი ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები