1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

თაკო გაჩეჩილაძის კაბა უცხოური პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა

ევროვიზია 2017 გუშინ ჩატარდა. კონკურსზე საქართველოს სახელით თამარა გაჩეჩილაძე გამოდიოდა. მომღერალი სიმღერის შესრულების დროს მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული - წერს Dailymail-ი.

ევროვიზია უკრაინაში მიმდინარეობს. ნახევარფინალში აუდიტორიის წინაშე პერფორმანსით 18 შემსრულებელი წარსდგა.

გადაუჭრბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა კონკურსანტმა სცენაზე ცეცხლი დაანთო. თამარა გაჩეჩილაძის სიმღერის კონტექსტი იყო -იმედი.

34 წლის მომღერალმა, სიმღერის ავტორმა და მსახიობმა თამარა გაჩეჩილაძემ საკუთარი ქვეყანა წარმოადგინა ნახევარფინალში და ნამდვილი შოუთი დაამახსოვრა ყველას თავი.

სურათებიდანაც ჩანს, რომ მომღერალი ‘’KEEP THE FAITH”  სიმღერის შესრულებისას მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. მას მოკაშკაშე წითელი კაბა ეცვა. თამარამ სიმღერაში ყველაფერი ჩადო, მაგრამ მაყურებლები დააბნია დადგმამ. სოციალურ მედიაში ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ასეთი ცეცხლის შემდეგ ის უვნებელი გადარჩა.

‘’თამარა ცეცხლოვანია’’- Twitter-ზე ასე გამოეხმაურა მის პერფორმანსს ერთ-ერთი მაყურებელი. მასზე ასევე იყო კომენტარები:’’მისი კაბა ცეცხლოვანია“.

სამწუხაროდ ცეცხლი არ აღმოჩნდა საკმარისი თამარას ფინალში გადასასვლელად. მისმა სიმღერამ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა.

სულ 10 ქვეყანა გავიდა ფინალში ნახევარფინალის პირველი დღის შემდეგ. ესენი არიან: მოლდოვა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია, პოლონეთი, კვიპროსი, ბელგია და სომხეთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები