1 8 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

სოზარ სუბარსა და არჩილ ტატუნაშვილის მამას შორის დაპირისპირება მოხდა

ჩამოტვირთვა

 სოზარ სუბარმა გარდაცვლილის ოჯახისთვის იმის განმარტება სცადა, რომ ულტიმატუმით საუბარს ოკუპირებულ ცხინვალთან აზრი არ აქვს.

„რა ულტიმატუმი უნდა წამოგვიყენონ როდესაც ტკივილშიც ერთი ვართ და სამშობლოს სიყვარულშიც ერთი ვართ. ულტიმატუმებით რომ ოკუპანტთან ლაპარაკი გამოდიოდეს დიდი ხნის წინ დაბრუნებული გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიები და არც ახალგაზრდა და არც ხანში შესული არ იქნებოდა გარდაცვლილი, მაგრამ ომში ვართ,“-განაცხადა სოზარ სუბარმა, რაზეც არჩილ ტატუნაშვილის მამამ მინისტრს განმარტებები მოსთხოვა, თუკი საომარი მდგომარეობაა, მაშინ რატომ გადაადგილდებიან რუსეთის სანომრე ნიშნებით მანქანები  შეუფერხებლად საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„დღე არ გავა რომ რუსეთის მანქანამ არ გაიაროს აი აქ. თუკი ომის მდგომარეობაა რას დადიან ვერ გავიგე. ჩემი შვილი თავის სახლში შევიდა იქ მომიკლეს შვილი. იმის უფლება არა ჰქონდა და ამათ აქვთ უფლება რომ ესე ითარეშონ აქ,“-განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები