1 8 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

MTV-ის დაჯილდოვებას სელენა გომესი გაუძღვება

ჩამოტვირთვა

ევროპული MTV-ის დაჯილდოვების ცერემონიას ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერის შეყვარებული სელენა გომესი გაუძღვება. ცერემონია წელს განსხავებული იქნება. პირველად შოუს ისტორიაში წამყვანი არა მხოლოდ დააკვირდება, რა ხდება სცენაზე, არამედ საშუალება მიეცემა, მაყურებლებთან ონლაინ-რეჟიმში იკონტაქტოს. როგორც თავად გომესმა განაცხადა, ცერემონიის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ის ძალზედ კმაყოფილი დარჩა. წელს MTV-ის ევროპული დაჯილდოვების ცერემონიის ლიდერი პოპ–ვარსკვლავი ლედი გაგაა. ვარსკვლავი ქეთი პერისთან ერთად 4 ნომინაციაზეა წარდგენილი. ისინი ერთმანეთს "საუკეთესო ლაივ-კონცერტის", "საუკეთესო სიმღერის", "საუკეთესო პოპ-ვარსკვლავისა" და "საუკეთესო ქალი მომღერლის" ნომინაციებში დაუპირისპირდებიან. გარდა ამ 4 ნომინაციისა, ლედი გაგა კიდევ 2 კატეგორიაში იბრძოლებს გამარჯვებისთვის, ესენია: "საუკეთესო ვიდეო" და "ყველაზე მეტი ფანი". MTV-ის ევროპული დაჯილდოვების ცერემონია 6 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები