საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს – რასა იუ...
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
|
გიორგი დონაძე: „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს,რომ საღამო ყოველწლიურად გაიმართოს“
„ლექსო, არ დაიკარგები...“ • ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო გაიმართა
15 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო "ლექსო, არ დაიკარგები" გაიმართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეები (ავტორმთქმელები), ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
ხალხური პოეზიის პირველი საღამო "ლექსო, ნუ დაიკარგები" პირველად, 1979 წლის 14 აპრილს გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული, ხოლო საღამოს ჩატარების მთავარი ინიციატორი, ინსპირატორი და სულის ჩამდგმელი გახლდათ ცნობილი ქართველი მხატვარი თენგიზ მირზაშვილი.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ათწლეულების შემდეგ, დიდი ძალისხმევით, აღადგინა ეს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია და ხალხური ზეპირსიტყვიერების საღამოები 2008 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
„ეს საღამო ვახუშტი კოტეტიშვილის დაარსებულია. დღემდე ყოველწლიურად ტარდება. ამ საღამოს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. მას წინ უძღვნის რამდენიმე ექსპედიცია, ახალი სახეებისა და მასალების მოძიება. შემდეგ ხდება ხალხისთვის გაცნობა და მასალების დამუშავება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი,ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს,რომ საღამო ყოველწლიურად გაიმართოს,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.
მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელი საიუბილეოა - საღამოს განახლებიდან 10 წლისთავი. ხალხური ზეპირსიტყვიერების საღამოების მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება. ღონისძიება ჩატარდა თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძოიების ყოველწლიური, აპრობირებული ფორმატი, წელს მეტად მასშტაბურ სახეს მიიღებს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეების (ავტორმთქმელების) ხალხური სიმღერისა და ცეკვის ავთენტური შემსრულებლების გვერდით, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოაჩენენ თავიანთი ეთნოსისათვის დამახასიათებელი ხალხური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს.პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები