2 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლის პირველი იანვრიდან 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

საქართველოში მაღალმთიანი სტატუსი 1 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს.

პენსიის ზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

დასახლებებში, რომლებიც მაღალმთიანი სტატუსით არ სარგებლობენ, პენსია 200 ლარამდე იზრდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები