მთავრობამ ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრ...
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
|
„სინამდვილეში, ამ ორი - სამი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია დაგვეცვა. ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში, უსამართლო ნაბიჯები იდგმებოდა ევროპელი და ამერიკელი საზოგადოების სახელით. კონკრეტული უსამართლო განცხადებები კეთდებოდა ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების სახელით. ამას აკეთებდნენ მაგალითად, ევროპარლამენტარები, სენატორები, კონგრესმენები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან აგვერიდებინა დასავლელი ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანება ქართველი საზოგადოების თვალში, ვსაუბრობდით, გლობალურ ომის პარტიაზე, რაც სიმართლეც არის, ყველაფერთან ერთად. ერთი, რომ ეს გვაძლევდა ჩვენ დარტყმის თავიდან აცილების საშუალებას დასავლელ ინსტიტუტებზე, მეორე - სიმართლეც ეს არის. სინამდვილეში, ყველა ეს განცხადება, ყველა ეს ნაბიჯი იდგმებოდა არა ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ე.წ გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რომელსაც სამწუხაროდ, სერიოზული გავლენა აქვს ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც ერთი, ასევე, მეორე მიმართულებით.
იმისათვის, რომ საზოგადოებას არ შექმნოდა არასწორი წარმოდგენა თითქოს ჩვენ გვერჩის ევროკავშირი, ან აშშ, ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე. ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება. შესაბამისად, შემცირდება ზეწოლა საქართველოზე.
აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეწეოდა საქართველოში ანტიდასავლურ დეზინფორმაციას, ეს იყო სწორედ ოპოზიცია, რომელიც საქმის ისე წარმოჩენას ცდილობდა, თითქოს ევროკავშირი და აშშ იყვნენ და არიან კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხარეს. ერთი წამით რომ წარმოიდგინოს ეს ქართველმა საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, იმთავითვე დაიმსხვრევა რეპუტაცია, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენი გზავნილი იქითკენ იყო მიმართული, რომ მაქსიმალურად გავფრთხილებოდით დასავლეთის იმიჯს საქართველოში. ქართველმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას". იმ ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ 2004 წლიდან, 2012 წლის ჩათვლით ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ტერიტორიების დაკარგვით და ა.შ. ეს არ უნდა იფიქროს ქართულმა საზოგადოებამ და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ ამისათვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
“თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობ...
ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატ...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 15 პოლიტიკური პარტიის 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ...
„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან ...
“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მა...
112 მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ 26 ივნისს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუა...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები