ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ინტელექტუალური კლუბის – „რა? სად? როდის?“ მოთამაშე და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სახალისო სტატუსს აქვეყნებს:
„გუშინ, საღამოსკენ, ჩემს ინგლისელ მეგობარს შევყევი ერთ-ერთ ბანკში, რაღაც მარტივი ოპერაციისთვის. უკვე სამუშაო დღის ბოლო წუთები იყო და ვჩქარობდით. ვსაუბრობდით ინგლისურად, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ, ორმა მამაკაცმა, რომლებიც ასევე თავის რიგს ელოდებოდნენ, ჩათვალეს რომ ქართველები არ ვიყავით და მართალია, მაინც ჩუმად, მაგრამ გასაგებად, საუბარი გააბეს კორონავირუსთან დაკავშირებით, მინდა-არმინდა მესმოდა, თან დამაინტერესა კიდეც და მოსმენილმა გამაოგნა. მოკლედ, საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ კორონავირუსის მთელი ალიაქოთი ხელოვნურადაა შექმნილი, გარკვეული სოციალური თუ პოლიტიკური მიზნებით. თან ახსენებდნენ ნაცვალსახელით ვიღაცას, ის მოვა და უკეთ აგიხსნისო, ერთი ეუბნებოდა მეორეს. ცხადია, სასაცილოდაც არ მეყო მათი საუბარი, მაგრამ დაახლოებით 5-10 წუთის მერე მოსაცდელში გამოიცანით ვინ შემოვიდა? არც მეტი, არც ნაკლები, პაატა იმნაძე. მართალია ყველას პირბადეები გვეკეთა, მაგრამ პირბადეში შეიძლება მე ვერ მიცნოს კაცმა, თორემ ამ კორონავირუსის გადამკიდე, პაატა იმნაძე ნიღაბშიც კი ყველა იცნობს.
და აქედან იწყება მეორე სერია: მიესალმნენ ერთმანეთს, ისა ესა, იმ ერთმა გააგრძელა ამ თემაზე საუბარი, პაატა გაუჯავრდა, ჩუმად, რამდენჯერ გითხარი, სახალხოდ არ ილაპარაკო ამ თემაზეო და ინსტინქტურად ჩვენ გამოგვხედა, იმ პირველმა – ნუ გეშინია არ არიან ქართველებიო. მეორემ – მართლა მასეა ამბავიო? პაატამ მასეა, აბა, შენ ყველაფერი დაიჯერეო?
უცებ ყველაფერმა წინ გამიარა, მთელმა კარანტინმა, ამ თვეებმა, წვალებამ, პირბადეებში ხუთვამ და ა.შ. მარა მოვითმინე, მეთქი სადამდე მივა.
გააგრძელეს საუბარი და მანდ მივხვდი რომ რაღაც ფინანსურ თემაზე მიდიოდა ჩალიჩი, იმ მეორეს დათანხმებას ცდილობდნენ, რომ რაღაცაში ფული ჩაედო, იმ პირობით რომ ამათ იცოდნენ რეალური სიტუაცია. და დაითანხმეს კიდეც. ამასობაში ჩვენი რიგი მოვიდა, ჩემი ინგლისელი მეგობრისთვის არაფერი მითქვამს, ფაქტობრივად მისი საუბარი აღარც მესმოდა, იმდენად შოკირებული ვიყავი. დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი, ჟურნალისტებისთვის დამეძახა თუ დამეპოსტა თუ რა მექნა, რის წინაშე აღმოვჩნდი, რა საფრთხეები იყო. ახლაც მაკანკალებს რომ ვიხსენებ.
ამ დროს პაატამ, ვერ აგნებს, გავალ და შემოვიყვანო, ვიღაცაზე თქვა, გავიდა და რამდენიმე წუთში შემოდიან პაატა იმნაძე და ლებრონ ჯეიმსი. აიო, ამასაც უნდა ფულის ჩადებაო, პაატამ უთხრა. ლებრონმა გამართული ქართულით, კი, ჯიგაროო. იმ კაცებიდან ერთ-ერთი უცებ გალურჯდა პირდაპირი გაგებით და მალე ვამპირად გადაიქცა, ჩვენ გამოვიქეცით და გარედანღა დავინახეთ როგორ მიფრინავდა ლებრონ ჯეიმსი ცოცხზე ამხედრებული და უკან პაატა და ის პირველი კაცი მიყვებოდნენ, ოღონდ ამათ ფრთები ჰქონდათ. სტაფილოსფერი. შიგადაშიგ ვარდისფერი კოპლებით.
პ.ს. თქვენ კი, ვინც თავიდან ყურადღებით დაიწყეთ ამ პოსტის კითხვა და თანხმობის ნიშნად თავს აქნევდით, გულში კი გიხაროდათ, აი ხომ ვამბობდი კორონა არ არსებობს და ყველაფერი გამოგონილიაო, ტრაკს ნუ ათამაშებთ და პირბადეები ატარეთ
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები