ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ჯანდაცვის სამნინისტროს მიერ განხორციელებული უახლესი რეფორმები შეაფასა ავერსის კლინიკის ექიმმა ოფთალმოლოგმა და ოფთალომოქირურგმა კახაბერ თავართქილაძემ. მედიკოსმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის აღნიშნული რეფორმა ძალიან მომგებიანი და საინტერესო იქნება, რადგან ოჯახის ექიმის მომსახურება სრულიად უფასო და ხელმისაწვდომია.
"ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მომწონს. პაციენტებისთვის აღნიშნული რეფორმა მომგებიანი და საინტერესოა, იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახის ექიმის მომსახურება სრულიად უფასოა და ზედმეტი ფინანსური ხარჯების გაღება არ მოუწევთ. შესაძლოა ოჯახის ექიმთან მისულ პაციენტს არ გააჩნდეს ეჭვი დაავადების განვითარების შესახებ და ეს აღმოაჩინოს ოჯახის ექიმმა. შემდგომ კი მოახდინოს პაციენტის სათანადო გადამისამართება ვიწრო სპეციალისტთან. ეს იქნება ერთგვარი პრევენციაც, რათა შემდგომ არ მოხდეს ამ დაავადების გართულება. აქედან გამოდინარე, ბევრი უპირატესობა გააჩნია აღნიშნული რეფორმის განხორციელებას.“
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა უკვე წარმატებით მუშაობს და შესაბამისად, პაციენტებიც კმაყოფილები არიან. „გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ რაც უფრო კვალიფიციური ექიმები იმუშავებენ ჯანდაცვის პირველად რგოლში, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ექიმებისთვის უწყვეტი განათლების სისტემის შემუშავება. ეს აუცილებელია, არა მარტო ოჯახის ექიმებისთვის, არამედ ნებისმიერი ვიწრო სპეციალისტისთვისაც’’.
კახაბერ თავართქილაძემ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაც შეაფასა და მოკლედ ისაუბრა რეფორმის დადებით მხარეებზეც:
"რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს რეფორმა სასარგებლოა, როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვისაც. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა თავისუფლად და უპრობლემოდ მიიღოს აღნიშნული რეფომით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურება. პაციენტებისთვის ხელმისწავდომი გახდა ისეთი ქირურგიული ოპერაციები, რომლის ჩატარებაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა მოსახლეობის დიდ ნაწილს“.
ექიმმა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მედიკამენტი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ფენისთვის ხელმისაწვდომი.
"მედიკამენტების ფასები რაც უფრო დაბალი იქნება მით უკეთესია, რადგან ყველას უნდა გააჩნდეს მისი შეძენის შესაძლებლობა. დღეს ფასები მედიკამენტებზე კატასტროფულია. აუციელებლია შექმნილი მდგომარეობის დარეგულირება. ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებაა. ჯენერიკი უსაფრთხოა, მისი მომხმარება შესაძლებელია და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი’’.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები