ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. ამასთან, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მედიკამენტების ხარისხის საკითხს ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მედეა აბრამია გამოეხმაურა:
„ჯანდაცვის სფეროში მიზანმიმართულად მიმდინარეობს რეფორმები, შესაბმისად, მომსახურებაც უფრო ხარისხიანი გახდა. თუ წლების წინ ჩვენი ასოციაციის დახმარებით წელიწადში 40–დან 80 ბავშვამდე სამკრნალოდ საზღვრგარეთ გაგზავნა გვიწევდა, ამ ეტაპზე მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. შემცირდა მოზარდების ავადობაც. მაგალითად, ოსტეომიელიტის დიაგნოზით წელს მხოლოდ ერთი ბავშვი გამოვლინდა, ეს დაავადება განკურნებადი გახდა მთლიანად საქართველოში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის სიკეთეს ნამდვილად ვხედავ.“
ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მნიშვნელოვან მიმართულებად მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხს მიიჩნევს და დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინსიტროს ინიციატივას მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავების თაობაზე. მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს წარმატებულად განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის დანერგვა: „მივესალმები, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირებას საკუთარ თავზე აიღებს. საუბრობენ ჯენერიკ პრეპარატებზე, რომლებიც გაცილებით იაფია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია და ადამიანს უნდა შეეძლოს საუკეთესო ხარისხის მედიკამენტით მკურნალობა. თუ სახელმწიფო ამას თავის თავზე აიღებს, ეყოლება ჯანმრთელი საზოგადოება. ჯენერიკებს მთელი მსოფლიო მოიხმარს. ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სადაც ჯენერიკ მედიკამენტების შემოწმება მაღალ დონეზე განხორციელდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ახალი მულტივიტამინი გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც შემოგთავაზა მომწოდებელმა კომპანიამ. თუ ქვეყენაში იქნება ლაბორატორია, რომელსაც ვენდობი და წამლის შემოწმებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხავს არაეფექტიანი წამლის მოხმარებას.“
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები