2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ხარებას ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ. მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ მე დამნაშავე და ცუდი ადამიანი ვარ”- ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა

"ხარებას ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ მე "დამნაშავე და ცუდი ადამიანი ვარ" და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ, მაგრამ, ცხადია, ამის ფუფუნება არ მივეცი და შესაბამისადაც გამოვიყურები ამის გამო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არაფერია იმასთან, რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის პარტიული ნიშანი: "ეს პარტია მომწონს, ის პარტია მომწონს", ყველას გეხებათ, გამოიყენეთ პოლიტიკოსები ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უმრავლესობის წევრები თუ შეძლებენ ერთ თვალში მაინც, რომელიც კრიმინალი მე ვარ, თავს რომ დამესხნენ? ან ის ბავშვები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი უნდათ" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები