2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საუკეთესო იტალიური „პანეტონე“ საირმის საცხობიდან

 

აღდგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წინასადღესასწაულო სამზადისიც უკვე დაწყებულია. ამ სამზადისის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კიყველაზე გემრიელი სააღდგომო პასქისა და „პანეტონეს“ აღმოჩენის პროცესია. 

ბოლო წლებია, რაც „საირმის საცხობში“ ტრადიციული იტალიური „პანეტონე“ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მზადდება. იტალიური რეცეპტითა და ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხის ქართული ნედლეულითა და საირმის უნიკალური მინერალური წყაროებითა და თაფლით შეიქმნა გამორჩეულიგემო, რომელიც, გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა. 

„საირმის საცხობში“ შეფმა კახა ვაჩეიშვილმა და მისმა გუნდმა „პანეტონეს“ პირველი რეცეპტი საქართველოში ორი წლის წინათ ჩამოიტანეს. სულ ცოტა ხნის წინ კი კვლავ სტუმრობდნენ იტალიას, სადაც კლასიკური „პანეტონეს“ მომზადებისტექნოლოგიის მასტერკლასი გაიარეს და კურორტ საირმეში მისი სრულიად ნატურალური რეცეპტით დაბრუნდნენ.

მხოლოდ ნატურალური ნედლეული, ბუნებრივი საფუარი, რომელიც საფუვრად არც კი მიიჩნევა, და არანაირი ქიმიური დანამატი - სწორედ ამიტომ ამ ტექნოლოგიით „პანეტონეს“ დამზადება დაახლოებით სამკვირიანი პროცესია და საირმის საცხობი ერთადერთი ადგილია საქართველოში, რომელმაც ეს უნიკალური ტექნოლოგია დაამკვიდრა. 

კახა ვაჩეიშვილი, საირმის საცხობის შეფი: პირველი რეცეპტი, რომელიც ჩამოვიტანეთ,არ იყო უსაფუვრო ცომზე დაფუძნებული. ახალი რეცეპტითა და ტექნოლოგიით კი უსაფუვრო „პანეტონეს“ კლასიკური ცომით ვამზადებთ. იდეალურად დაბალანსებულიგემოსა და ფაქტურის მისაღებად საკმაოდ შრომატევად და ხანგრძლივ პროცესს გავდივართ. ორი კვირა - საფუვრის, ხოლო სამი დღე უშუალოდ ცომის დამზადებისთვისაა საჭირო. ახლა, იტალიაში ყოფნისას სწორედ ამ სამდღიან პროცესს დავეუფლე. ეს დრო იმისთვისაა საჭირო, რომ „პანეტონეს“ მძიმე ცომი ხელოვნური საფუვრის გარეშე მივიყვანოთ ჰაეროვნებამდე. ესაა ამ რეცეპტისადა ტექნოლოგიის მთავარი საიდუმლოც და გამოწვევაც. ადგილობრივი არომატული თაფლი და საირმის წყალი კი ტრადიციულ „პანეტონეს“ უნიკალურ გემოსა და ფაქტურასსძენს“.

კახა ვაჩეიშვილი ამ სფეროში 2002 წლიდან მუშაობს. ფრანგ, იტალიელ და გერმანელ მცხობელებთან დაფრანგ კონდიტრებთან რამდენიმე დიდ კომპანიაში მუშაობის შემდეგ საკუთარი გეგმები კურორტ საირმის საცხობს 2018 წელს დაუკავშირა. კურორტის განსხვავებული სპეციფიკა, მრავალფეროვნება, სიახლეების მიმართ ინტერესი და სიჯანსაღის პოლიტიკა - ამ ყველაფრის გამო გახდა კურორტი საირმე გამოცდილი და წარმატებული შეფის სასურველი სამუშაო ადგილი. ტრადიციული იტალიური „პანეტონეს“ რეცეპტი კი მისი კარიერის მნიშვნელოვან შენაძენად იქცა. 

საქართველოში საირმის საცხობი პირველია, რომელიც კლასიკურ ნატურალურ „პანეტონეს“სთავაზობს მომხმარებელს. 

კახა ვაჩეიშვილი, საირმის საცხობის შეფი:„ჯანსაღი პროდუქტისა და მადის აღმძვრელი გემოების თანხვედრაში მოქცევა ძალიან რთული და შრომატევადია. როცა ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით ვამზადებთ, ოთხმაგად რთულია ერთი და იმავე გემოს შენარჩუნება, რადგან ნატურალურ პროდუქტს, ქარხნულისგან განსხვავებით,  თავისთავად არ აქვს ყოველთვის ერთი და იგივე გემო. ამ ყველაფერს ძალიან დიდიშრომა სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

სამომავლოდ ვგეგმავთ შიგთავსებით მის გამრავალფეროვნებასა და სხვადასხვა გემოს დამატებას. გარდა ამისა, უკვე დიდია მოთხოვნა, რომ „საირმის საცხობი“არსებობდეს საქართველოს დიდ ქალაქებში და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებაც იგეგმება“.

საირმის საცხობი, ნატურალური „პანეტონეს“ გარდა,მომხმარებელს დიაბეტურ და უგლუტენო პროდუქციასაც სთავაზობს. თითოეული ნაწარმი საირმის წყალზე მზადდება, რითაც კიდევ უფრო გამორჩეულ თვისებებსა და გემოს იძენს. სწორედ სიჯანსაღეა როგორც კურორტის, ისე საცხობის პრიორიტეტული მიმართულება. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები