თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
SOLO-მომხმარებლებისთვის საინტერესო სპიკერებთან შეხვედრების ფორმატი SOLO Talk-ის ფარგლებში კვლავაც გრძელდება. აპრილში უკვე დაგეგმილია სამი შეხვედრა ისეთ სპიკერებთან, როგორიცაა ლევან ბერძენიშვილი, ანდრო დგებუაძე და თინათინ რუხაძე.
7 აპრილს ფილოლოგი, ანტიკური ლიტერატურის პროფესორი, ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის SOLO Lounge-ში ისაუბრებს ლიტერატურის ფუნქციაზე დღეს და შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა: რა არის მხატვრული ლიტერატურა; რას ნიშნავს თანამედროვე ლიტერატურა; ემპათია, როგორც ლიტერატურის პროდუქტი და ლიტერატურა, როგორც ანტიდეპრესანტი. მეტი დეტალი შეხვედრის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3DrQoGO
14 აპრილს კი თემაზე- “მეთვრამეტე სპილო და მენეჯმენტი” ბიზნესკონსულტანტი,
ანდრო დგებუაძე ისაუბრებს. ის ინდური ზღაპარის „მეთვრამეტე სპილოს“ მაგალითზე განიხილავს წესის და თავისუფლების დაპირისპირების თემას, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც პიროვნულ მოტივაციასთან, ისე ხარისხის მართვასთან. მეტი დეტალის ნახვა ანდრო დგებუაძის SOLO Talk-ის შესახებ შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3qPhxOF
ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მოდელზე კი 28 აპრილს საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი თინათინ რუხაძე ისაუბრებს. თინათინი განიხილავს ორგანიზაციის განვითარების შეფერხების სიმპტომებს, რომელიც ტრანსფორმაციის საჭიროების აუცილებელი ნიშანია. ეს საკითხებია:
· განვითარების შეფერხების ნებისმიერი სიმპტომი − ზრდის ტემპის შენელება / კომპანიის შემცირება, მომგებიანობის კლება, ღირებული კადრების გადინება;
· პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული „გადაუჭრელი“ პრობლემები;
· ლიდერშიფის მიერ სტაგნაციის, „წრეზე სიარულის“ ან უკუსვლის შეგრძნება − ახალი ტრანსფორმაციის საჭიროების უტყუარი ნიშანი.
მეტი დეტალის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს“: https://bit.ly/3wQFEAw
SOLO Talk –ზე დასწრების მსურველმა SOLO-მომხმარებლებმა რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე − hobby@solo.ge ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები