თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, როგორც ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი კომპანია, აქტიურად ჩაება კამპანიაში - #პროფესიასარაქვსგენდერი. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის - „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ - ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში “თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების მიღება გამოაცხადა. კამპანიის პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები სწავლებას „თეგეტა აკადემიაში“ გაივლიან, ხოლო სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ სატვირთო ავტომობილის მექანიკოსებად დასაქმდებიან.
კვლევები და ემპირიული დაკვირვება ცხადყოფს, რომ ქალთა მხრიდან პროფესიის არჩევაზე ბევრი სტერეოტიპული ფაქტორი ახდენს გავლენას. როგორც წესი, ქალები არ ირჩევენ ისეთ პროფესიას, სადაც უმეტესად კაცები მუშაობენ. არადა, ასეთი პროფესიები ხშირად უფრო შემოსავლიანი და მოთხოვნადია.
აღნიშნული კამპანიის მიზანია, დაანგრიოს სტერეოტიპები და დაანახოს საზოგადოებას, რომ ხშირად სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ მასკულინურ პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა. პირველად საქართველოში, გვაქვს პრეცენდენტი, როდესაც „თეგეტა აკადემიის“ მიერ ფორმირებულ ტრენინგს - „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგი“ – 16 მონაწილიდან 5 ქალი ესწრება.
„თეგეტა აკადემია“ 2013 წელს კომპანია „თეგეტა მოტორსის“ წიაღში დაფუძნდა. მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტო მომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში.
აღსანიშნავია, რომ „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგი“ „თეგეტა აკადემიაში“ 2 ივნისს დაიწყო და 16 ივლისს დასრულდება. აღნიშნულ ტრენინგს ჯამში 16 ადამიანი ესწრება. მათ შორის 5 ქალი, რომლებიც აღნიშნული პროექტისთვის წინასწარ შეირჩნენ. ტრენინგი იყოფა ორ ნაწილად: თეორიული, რომელიც 1,5 თვეს გაგრძელდება, ხოლო პრაქტიკული - 3 თვეს. ტრენინგის მონაწილე ქალებს ავტოსფეროში არანაირი გამოცდილება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სურვილი გამოთქვეს, მათთვის სრულიად ახალი მიმართულებით მიეღოთ ცოდნა. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ ხუთივე ქალი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში დასაქმდება (როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი). ტრენინგის მონაწილეების წარმატება ფასდება 100 პროცენტიანი შკალით. თეორიული კურსის დასაფარად საჭიროა მინუმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვა.
„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ყოველთვის მხარს უჭერს ქალთა გაძლიერების თემებს და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები