თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
დელიკატესების მაღაზიათა ქსელი Gastronome-ი 3 ახალი ფილიალითა და სარესტორნო ქსელით გაფართოვდა. Gastronome-მა, საქართველოში პირველად, მომხმარებელს უნიკალური კონცეფცია - ერთ სივრცეში განთავსებული მაღაზია და რესტორანი შესთავაზა. Shop&Dine-ის კონცეფციის Bistro by Gastronome ბელიაშვილის ქუჩაზე ერთი წელია რაც გაიხსნა და დღეს უკვე Gastronome-ის ქსელის წარმატებული პროექტია. სულ ცოტა ხნის წინ კი ვაჟა-ფშაველას გამზირის #22-ში Gastronome-ის ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი Argentinian Steakhouse-ი გაიხსნა. სტეიკჰაუსის მენიუში წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის იაპონური ვაგიუს და ამერიკული შავი ანგუსის სტეიკი და ბურგერი.
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ძალიან მოკლე დროში გავხსენით Argentinian Steakhouse-ი და გვაქვს ამბიცია, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო სტეიკი და ბურგერი, ისეთი ხარისხის, როგორიც მსოფლიოს დიდი დედაქალაქების საუკეთესო სტეიკჰაუსებში დაუგემოვნებიათ. ბანკთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ქსელი 2021 წელს მაღაზიების სამი ახალი ფილიალითაც გაფართოვდა და ჭავჭავაძის, სოლოლაკისა და ბელიაშვილის ფილიალების გარდა, პრემიუმ კლასის პროდუქტების შეძენა მომხმარებლებს უკვე ვაჟა-ფშაველას ახალ ფილიალში, ხოლო ძალიან მალე ლისისა და აბაშიძის მაღაზიებშიც შეეძლებათ“ - აცხადებს Gastronome-ის დამფუძნებელი გიორგი თენაძე.
„მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებთან ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად გამართული პროექტები და შედეგიც სახეზეა. დელიკატესების მაღაზიათა ქსელს Gastronome უკვე სამი ახალი ფილიალი შეემატა. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ იმაზე ფიქრს, როგორ შეიძლება წავახალისოთ ბიზნესი, დავუდგეთ მათ გვერდით, როგორც სანდო პარტნიორი, რათა ერთად განვახორციელოთ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტები,“- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.
ინფორმაციისთვის, Gastronome-ის პირველი ფილიალი 2019 წელს გაიხსნა. დღეისათვის თბილისის სხვადასხვა უბანში ქსელი უკვე ოთხი მაღაზიით არის წარმოდგენილი, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრემიუმ კლასის დელიკატესები იყიდება. Gastronome-ში ზღვის და ხორცის პროდუქტების, ყველისა და ძეხვეულის, შოკოლადის, ყავის, სასმელის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები