ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ონლაინღონისძიებები გრძელდება, შემდეგი შეხვედრადღეს,31 მარტს,20:00 საათზე – Zoom-ში გაიმართება, პარალელურად მოხდება Facebook-ის ლაივსტრიმიგვერდზე: https://www.facebook.com/ProductTankTbilisi
შეხვედრის თემაა "პროდუქტების მენეჯმენტი როგორცპროფესია".
ღონისძიების სპიკერები ისაუბრებენ, თუ რას ნიშნავს, იყო პროდუქტ-ოუნერი (Product Owner), პროდუქტისდიზაინერი, UI/UX დიზაინერი, როგორია მათი სამუშაოდღე, კვირა, თვე და რა პასუხისმგებლობებთან არისდაკავშირებული აღნიშნული პროფესიები.
წარმოგიდგენთ ღონისძიების სპიკერებს:
ნანა გიგლემიანი, პროდუქტის დიზაინერი, Algolia
ნანა 2017 წლიდან მუშაობს UX დიზაინზე, ინფორმაციისვიზუალიზაციაზე და ინფორმაციის არქიტექტურაზესხვადასხვა პროდუქტისთვის.
ამჟამად ის მუშაობსAlgolia-ში. Algolia ქმნის Search API-ის და Search-თანდაკავშირებულ ხელსაწყოებს, რათა ნებისმიერკომპანიას და პროდუქტს მისცეს საშუალება, ჰქონდეთსწრაფი, რელევანტური და მარკეტის შესაბამისისაძიებო სისტემა.
მოხსენების თემაა: „დიზაინ პროექტის მენეჯმენტიპროდუქტის შექმნის პროცესში“
1. რა არის დიზაინ პროექტი პროდუქტის კონტექსტში
2. დიზაინ პროექტის მსვლელობა და ეტაპები
3. საჭირო "მაინდსეტი" პროექტის მსვლელობისას
გუა ტაბიძე, ფრონტ-ენდის პროდუქტებისხელმძღვანელი (Front-end PO), Adjarabet.com
გუა Adjarabet.com-ში გატაცებულია იმით, რომსიღრმისეულად ჩაწვდეს თუ რატომ იყენებენმომხმარებლები პროდუქტ(ებ)ს ისე, როგორც იყენებენდა როგორ შეუქმნას მოტივაცია ან დაარწმუნოს ისინი, რომ უფრო ხშირად შეიქმნან პასუხისმგებლიანიგართობის გამოცდილება.
გუა დაგვაფიქრებს პროდუქტის მენეჯმენტის სხვადასხვამოდელებზე:
ა) აუქციონისტი / მთარგმნელი
ბ) "ბექლოგის" ხელმძღვანელი
გ) კონტექსტის შემქმნელი / კატალიზატორი.
* როგორ შეიძლება გაუმჯობსდეს შედეგები ა,ბ ან გმიდგომის გამოყენებისას?
* როგორ შეიძლება გადანაწილდეს ეფექტურადპროდუქტის მენეჯმენტის დრო ა, ბ ან გ-ზე?
ტატო მამულაშვილი, პროდუქტის დიზაინერი
ტატოს აქვს გამოცდილება ლიდერშიფსა და პროდუქტისდიზაინში და მუშაობს მრავალფეროვან პროდუქტებზე. ტატო ყველა პროდუქტში თავის მაქსიმუმს დებს. იგისწავლობდა შავი ზღვის უნივერსიტეტში, რა დროსაცთავად დაიწყო დიზაინის შესწავლა, შემდეგ კი სწრაფადგანვითარდა ამ მიმართულებით. ტატოს უკვე 6-წლიანიგამოცდილება აქვს და უმუშავია ბევრ საინტერესოპროექტზე, ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Adjaranet.com, Credo Bank, Feedc.com, yoreevoდა სხვა. პარალელურად ის მუშაობს ფრილანსერადსაერთაშორისო პროექტებზე.
ტატოს გამოსვლის თემაა: „პროდუქტის მენეჯმენტი დაგუნდის მართვა“
გამოსვლაში ტატო განიხილავს სხვადასხვა საკითხს: გუნდთან კომუნიკაცია და საერთო მიზნების დასახვა, პროდუქტის დიზაინერის როლი, პროდუქტის შექმნა დაპროექტზე მუშაობის პრინციპები, რჩევები დამწყებებსდა მისი პირადი გამოცდილების გაზიარება.
ნინო დარახველიძე, ციფრული პროდუქტებისმენეჯერი, საქართველოს ბანკი
ნინოს აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროშიმუშაობის 20 წელზე მეტხნიანი გამოცდილება. ბოლო 5 წლის მანძილზე მას ეკავა პროექტებისა დაპროდუქტების მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვაპოზიცია საქართველოს ბანკში.
გამოსვლის თემა: „1 პროდუქტი - 3 პერსპექტივა/ PO-ს 1 დღე საქართველოს ბანკში“
ნინო ისაუბრებს დიდ პროექტებზე სხვადასხვაპოზიციიდან მუშაობის განსხვავებულ ასპექტებზე დაშეეცდება, დეტალებში დაგვანახოს პროდუქტისმფლობელის პოზიციის გამოწვევები და უპირატესობები.
გამოსვლების და პანელური დისკუსიის შემდეგ, Zoom-იდან და Facebook ლაივიდან გადავინაცვლებთWonder-ზე, რომელიც არის სპეციალური პლატფორმავირტუალური ნეთვორქინგისთვის.
ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამსაჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას meetup.com-ზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/277176357/
ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის, WiFisher-ის და GIFFER-ისპარტნიორობით.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები