1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება თვითდასაქმებულებისთვის

 5 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკი თვითდასაქმებულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ინიციატივის მიზანია მაქსიმალური კომფორტისა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ შეეძლო შემოსავლების დადასტურება და აქამდე  ვერ ახერხებდა საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას.

დღეიდან აღნიშნული პროცესები საგრძნობლად მარტივდება. თუ აქამდე თვითდასაქმებულისთვის სამსახურის ან შემოსავლების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა გამოწვევას წარმოადგენდა, ახლა საკმარისია მან წარადგინოს პირადობის მოწმობა და გააზიაროს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რათა შეძლოს საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობა.

პროგრამის ფარგლებში, საჭირო ფინანსურ რესურზე წვდომას შეძლებენ ისეთი აქტუალური პროფესიის მქონე ადმიანები, როგორიცაა: რეპეტიტორი, ტაქსის/პირადი მძღოლი, ძიძა, კურიერი, დამლაგებელი, სტილისტი და სხვა. სრული სიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/loan-for-selfemloyed

„საქართველოს ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელს უფრო მეტი შესაძლებლობები შეუქმნას სხვადასხვა პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზებითა და მათზე წვდომით. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა, რომელიც სპეციალურად თვითდასაქმებულთათვის შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ვხდით ყველა იმ საბანკო პროდუქტს, (იქნება ეს სამომხმარებლო სესხი, იპოთეკა  სახლის შეძენისათვის თუ მისი რემონტისთვის) რომლითაც თვითდასაქმებული პირები აქამდე ვერ ახერხებდნენ სარგებლობას. შესაბამისად, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო თანხა საკუთარი სურვილებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა მიმართულებებით მომხმარებლის ინტერესების შესაბამისი სერვისებისა თუ პროდუქტების შექმნას და აქტიურად მუშაობას რადგან გვჯერა, რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...