„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
დღეს ბიზნესისთვის ციფრული სივრცე ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი გახდა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, მათ ლოიალობას და, ზოგადად, ბიზნეს ამოცანების შესრულებას.
ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლის მონაცემებით კომპანიების 70%-მა უკვე განახორციელა, ან მუშაობს პროცესების დიჯიტალიზაციაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, ფიზიკური შეხების წერტილებიდან ონლაინ სივრცეში გადანაცვლება არა მხოლოდ მოგების გაზრდის საშუალება, არამედ აუცილებლობა გახდა. ქართულმა კომპანიებმაც მომხმარებლამდე მისასვლელად ახალი გზების ძიება დაიწყეს.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, „თიბისი შენთვის“ ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ბოლომდე, 100 ბიზნესისთვის 100 ციფრული სტრატეგია მომზადება.
პროექტის მიზანია, ბიზნესებისთვის, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურობაში მომხმარებლებთან ციფრულ არხებში უკეთესი კომუნიკაციის საჭიროებას ხედავენ, მომზადდეს სტრატეგიის დოკუმენტები, რომლებიც მათ კომუნიკაციას უფრო ეფექტურს გახდის.
ამ პროექტის იდეამდე ბიზნესების მხარდაჭერის გუნდი პანდემიის გამოცდილებამ მიიყვანა, როდესაც ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე დაიწყო მუშაობა და მათთვის 200 ონლაინ მაღაზია გაკეთდა. ბიზნესების საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ციფრული მარკეტინგი მათთვის ერთერთი სტრატეგიული მიმართულება იყო.
„თიბისი შენთვის“ პროგრამამ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე უამრავი პროექტი განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფოსთვის 10 000 სწრაფი ტესტის გადაცემა, მომხმარებლებისთვის საკომისიო გადასახადებში 3 მლნ ლარის დაზოგვა, 200 ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის პლატფორმების შეთავაზება, 300 000 ლარიანი სადაზღვევო ფონდი ინფიცირებული მედპერსონალისთვის და ა.შ. „თიბისი შენთვის“ ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ არა ერთი პროექტი განხორციელდება, რომელთა პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება. სულ საერთო ჯამში, თიბისი 5 მლნ ლარს დახარჯავს.
ციფრული სტრატეგიის მსურველი ბიზნესებისთვის რეგისტრაცია 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველი თვის დასაწყისში გაიხსნება. საბოლოო ჯამში, კი, 100 ბიზნესი ინდივიდუალურად მიიღებს ციფრულ სტრატეგიას.
პროექტის პარტნიორები არიან კრეატიული სააგენტო „ვინდფორსი“ და ევროპული ფონდი EFSE.
კომპანიებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან, შემდეგ მისამართზე შეუძლიათ: https://www.digitalstrategies.tbcbusiness.ge/
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები