1 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა

კინ დე ბირი: „ჩვენ გვსურს, რომ საქართველო მსოფლიო ტურნეს ნაწილი იყოს“

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა. ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live. 

ბრიტანელი ვარკვლავის კონცერტის დეტალებსა და ახალი საპრომოუშენო კომპანიის Black Pearl Live-ს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება კომპანიის მმართველი პარტნიორი კინ დე ბირი: 

-         ცნობილია, რომ კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, მოგვიყევით ამის შესახებ...

-         საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშორმლობს, საქართველოშია დაფუძნებული.  შესაბამისად, ის იხდის ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს  და ოპერირებას გააგრძელებს საქართველოში. ამავე დროს, მისი ბიზნესის ძირითადი მიზანია შექმნას და უზრუნველყოს მიმდინარე საერთაშორისო სტანდარტების ფესტივალები, კონცერტები და ღონისძიებები.

-         როგორ ჩანს, კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს, კერძოდ?

-         კომპანიას ქართულ ბაზარზე მართლაც, ამბიციური  მიზნები აქვს, არცთუ უსაფუძვლოდ.   Black Pearl Live  გეგმავს საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად აქციოს. თუმცა მაინც ყველაფერი დამოკიდებულია თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ ვიმუშავებთ დღეს, რათა სამომავლოდ მივაღწიოთ წარმატებას.

-         როგორ აპირებთ აღნიშნული მიზნის განხორციელებას?

-         ჩვენი სურვილია კომპანია ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის მოთამაშედ და აჩვენოს ყველას, რომ საქართველოში გამართული კონცერტები თუ ღონისძიებები შეიძლება იყოს იმავე დონის, როგორც მსოფლიოში აღიარებული და გახმაურებული შოუები. ამიტომ არის ჯეიმს ბლანტის მსოფლიო ტური Afterlove ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ გვსურს დავანახოთ სხვა შემსრულებლებს, რომ საქართველო იმსახურებს მონაწილეობდეს ყველა მსოფლიო მნიშვნელობის ტურნეში.

-         რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ოპერირება?

-         რადგან, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვაწყოთ მსოფლიო კლასის ღონისძიებები და კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველო ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა და ქვეყანას მისი პოტენციალი გააჩნია.

-         რატომ სახელად „შავი მარგალიტი“?

-         გუნდი ზაფხულში ბათუმში ბაზრის კვლევისთვის იყო ჩასული და ერთმა ქართველმა თქვა, რომ ბათუმი შავი ზღვის მარგალიტია. ეს ჩვენთვის ძალიან რელევანტური იყო, რადგან ჩვენ ვხედავთ მთლიან საქართველოს, როგორც შესაძლებლობებით სავსე მარგალიტს. Live კი ცოცხალ გართობას გულისხმობს.

-         რატომ პირველი ჯეიმს ბლანტი და რატომ 26 მაისი?

-         ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც ჩვენი მოწვევით 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის  სტადიონზე იმღერებს. ეს შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. ჯეიმს ბლანტი  მრავალ პლატინიანი ალბომის მქონე, მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავია. მას ასევე ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გულშემატკივარები, შესაბამისად შოუ საინტერესოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო მსოფლიო ტურნეს ნაწილი იყოს.

-         ანუ 26 მაისს დაუვიწყარი შოუ გველის...

-         რა თქმა უნდა, ფანებს შეუძლიათ დაელოდონ ყველა მათ საყვარელ ჰიტს, მისი ბოლო სინგლის “Love Me Better“-ის ჩათვლით. მნიშვნელოვანია,რომ მასთან ერთად მონაწილეობენ ფანტასტიკური ადგილობრივი მომღერლები და სპეციალური სტუმარი სამხრეთ აფრიკიდან. მოწვეული ჯგუფია - The Parlotones - როკ ბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა),  რომელიც  სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებს. ღონისძიებას  მასპინძლობას ენერგიული და ძლიერი როკ ჯგუფები  Young Georgian Lolitaz და Loudspeakers გაუწევენ. Young Georgian Lolitaz - ეს არის მამაკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოდან წარსდგა, Loudspeakers კი ყველასთვის ცნობილი ქართული როკ ჯგუფია, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა Tbilisi Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა. გვინდა, ფესტივალით შევუერთდეთ ამ სახალხო ზეიმს და მიგვაჩნია, რომ  ეს შესანიშნავი გზა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ჩვენ ყველას ვიწვევთ  დღესასწაულზე დასასწრებად.

-         რამდენად იყო ცნობილი თქვენთვის ქართული ბაზარი, იცოდით რომ საქართველოში  ჯეიმს ბლანტს ჰყავს თაყვანისმცემლები?

-         ჩვენ ვაკეთებთ ინტენსიურ საბაზრო კვლევას, სანამ რომელიმე არტისტს დავჯავშნით და სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ჯეიმს ბლანტი ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე შემსრულებელია.

-         კონკურენციაზე რას გვეტყვით? როგორ აპირებთ კონკურენტებთან „ბრძოლას“ (ეს იქნება ბილეთის ფასი, არტისტი თუ...)

-         ჩვენ არ ვფოკუსირდებით კონკურენციაზე, ჩვენ ვემსახურებით ბაზარს. ჩვენ არ აღვიქვამთ მათ, როგორც კონკურენტებს, არამედ როგორც პარტნიორებს, რომლებიც ემსახურებიან ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას.

-         ვინ იქნება შემდეგი?

-         რა თქმა უნდა ეს საიდუმლოა, ასე რომ, მოგიწევთ დაელოდოთ და აუცილებლად ნახავთ, რომ მოლოდინი გაამართლებს.

-         ცოტა რამ თქვენი გეგმების შესახებ...

-         უკვე რამდენიმე აგენტი დაგვიკავშირდა, რომელთაც მეტი მსოფლიო კლასის შემსრულებლების გამოგზავნა სურთ. თუმცა ამჟამად, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ჯეიმს ბლანტის შოუზე..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები