2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ვორქშოპები სამუზეუმო საქმიანობის მენეჯმენტის შესახებ

აჭარაში მოქმედი მუზეუმების თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამდღიანი ვორქშოპი იმართება. დღეს, ვორქშოპის მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე მიესალმნენ. 
მინისტრის მოადგილის ნათია სირაბიძის განმარტებით მუზეუმების რეაბილიტაციის შემდეგ მნიშვნელოვანია მუზეუმებში მარკეტინგისა და თანხების მოძიების კუთხით მუშაობა, რათა მუზეუმებმა უფრო მეტი დამთვალიერებელი მოიზიდოს. 
მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს მუზეუმები გახდეს კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი დამთვალიერებლისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ტრენინგები ხელსშეუწყობს მუზეუმებში როგორც მენეჯმენტის, ასევე, საგანმანათლებლო და საექსპოზიციო საქმიანობის განვითარებას.
 ვორქშოპებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს მუზეუმების ასოციაციის წარმომადგენლები ატარებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები