0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები  კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში  და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

„ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

„ლელო“

„ევროპელი სოციალისტები“

„გახარია - საქართველოსთვის“

„თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“

საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: სალომე მიქელაშვილი, გიორგი ჩხაიძე, სალომე ბარამიძე, ომარი ჭყონია, სალომე ლომინაძე) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი

 

ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

„გახარია - საქართველოსთვის“

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: ამირან ბაქანიძე, ალექსანდრე ბერიძე, ალიკო ტუღუში, დავით ჩანტლაძე, ვალერიან ცანავა) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი

 

მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.

მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები