0 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტატისტიკა: ინფიცირების 2262 ახალი შემთხვევა და 54 პაციენტი

 ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 178 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 262 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 575 210-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.42%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 534 559.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები