0 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სემეკმა თელასი 75 ათასი ლარით დააჯარიმა - კომპანია ათი ათასობით აბონენტს ატყუებდა და ზედმეტ თანხას ახდევინებდა

სემეკმა თელასი 75 ათასი ლარით  დააჯარიმა. დადგინდა, რომ ენერგო კომპანია ათი ათასობით აბონენტს ატყუებდა და ზედმეტ თანხას ახდევინებდა.  ერთთვიანი შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ თელასი არღვევდა აღრიცხვის ვადებს, ანუ 31 დღიანი შუა-ლედის ნაცვლად მომხმარებლებს უფრო მეტ დღეს უთვლიდნენ, რაც გაორმაგებულ გადასახადებს იწვევდა. 

ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც თვის პირველი 20 დღის ქვითარი მოქალაქეებს სწორი მონაცემებით მიუვიდათ, ხოლო დარჩენილი დღეების გადასახადს კი უკვე გადახდილი თანხის ოდენობა ისევ დაემატა. 

ხარვეზების  საფუძველი კომპანიაში ახლადაყვანილი კადრები გახდა, რომელთა ნაწილმაც არ იცოდა როგორ უნდა აღერიცხა მრიცხველები. 

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას თქმით,  ზედმეტად გადახდილი თანხები აბონენტებს  მომდევნო თვეების ანგარიშში ჩაეთვლებათ. 

სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო თელასი დაჯარიმდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით, ეს არის 75 ათასი ლარი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული ტიპის დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისიწნებული ეს მაქსიმალური ჯარიმა არის მცირე, ამიტომ კომისია მიმართავს საქარტველოს პარლამენტს, რომ ჯარიმის ეს მოცულობა კანონმდებლობით გაიზარდოს, შევიდეს შესაბამისი ცვლილებები კანონში. დარღვევებიდან გამომდინარე, არასწორად წაკითხული მრიცხველებიდან დარიცხული თანხები მომდევნო თვეების გადასახდელების ანგარიშში ჩაეთვლებათ აბონენტებს, - განაცხადა ნარმანიამ. 

 თელასის შეცდომების გამო, 10 ათასზე მეტი აბონენტი დაზარალდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები