0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავის N17 ციხეში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ​ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, გარდაცვლილები პატიმრები არიან თუ დაწესებულების თანამშრომლები.

როგორც ფორმულას პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

გუშინ, 14 ოქტომბერს, რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა. სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ის მე-12 პენიტენციურდაწესებულებაშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები