0 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა უნდა დასრულდეს - ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ  საქართველოში უნდა დასრულდეს კლინიკებში ნაცნობობით მოხვედრა.

 „კლინიკებში სწორედ ნაცნობობით მოხვედრა უნდა დასრულდეს. 6 000-ზე მეტი ადამიანია კლინიკაში და ეს მინიმუმ 10%-იანი სიჭარბეა.

მინიმუმ 1000-მდე ადამიანი არ უნდა იყოს, რაც ავტომატურად გაათავისუფლებს ადგილს იმ პაციენტებისთვის, ვისაც რეალურად სჭირდება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ იგივე პერიფერიაზე ექიმებს უკეთესად ჰქონდეთ ინფორმაციული წვდომა.

„ჩვენი ბევრი მოქალაქე ჩართულია ამ პროცესში, მაგრამ თავისი სურვილით. სად გვყავს დასაკარგი და ურთიერთსაბრძოლველი ექიმები? ახლა ყველა ერთი გუნდის ნაწილი უნდა იყოს“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები