1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ენერგიული და სიცოცხლით სავსე ხართ. ასე რომ, შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და სეირნობისთვის. მეგობრების მოულოდნელი სტუმრობა და სასიამოვნო სიურპრიზი გაგამხიარულებთ. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება ან მოგება. შესაძლოა, რაღაცას, რაც დიდი ხნის წინ შეიძინეთ და დაივიწყეთ, ისევ დაუბრუნდეთ.

კურო

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ზედა სასუნთქი გზების დაავადებები. მეგობრების სტუმრობა გაგახალისებთ და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. ელოდეთ სიურპრიზებს და საჩუქრებს.

ტყუპები

გაორებული დღეა. გაღიზიანებული ხართ და ხასიათი სწრაფად გეცვლებათ. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ. ეცადეთ, წვრილმანების გამო არ გაღიზიანდეთ და კონფლიქტური სიტიაციები არ შექმნათ. მცირეოდენი სტრესის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და სულში სიმშვიდე დაისადგურებს.

კირჩხიბი

დადგა დრო დაისვენოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. შესაძლოა, რაღაც დროის შემდეგ, როცა საკუთარ პრობლემებს დაუბრუნდებით, აღმოაჩინოთ, რომ ისინი თავისთავად მოგვარდნენ. მეგობრების დახმარების გარეშე წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. შესაძლოა, უახლოეს ხანებში პროცესები ისე არ განვითარდეს,როგორც გეგმავდით. სამწუხაროდ, შეგუება მოგიწევთ, რადგან ვერაფერს შეცვლით.

ლომი

ეს დღე ფიზიკური დატვირთვის, ხანგრძლივი სეირნობის და სტუმრად წასვლისთვის არის შესაფერისი. ფინანსური წარმატება მოგებას ან წარმატებულ შენაძენს უკავშირდება.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი სირთულის საქმეს ადვილად გაართმევთ თავს. მოსალოდნელია შეხვედრა საქმიან ადამიანთან, რომელიც ხელსაყრელ წინადადებას შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ თქვენს მიმართ ნებისმიერი ადამიანი კეთილად განაწყოთ. ყველაფერი შეგიძლიათ, ყველაფერი გამოგდით და ყველა მიზანს აღწევთ. შესანიშნავი დღეა ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის.

სასწორი

ამ დღეს გაღიზიანებული ხართ და განწყობა ხშირად გეცვლებათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ, ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ. მცირეოდენი სტრესის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და სულიერ წონასწორობას დაიბრუნებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა თვითშეფასებისა და ანალიზისთვის. ეცადეთ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. ეცადეთ გაერკვეთ საკუთარ ფიქრებში, გრძნობებსა და ქმედებებში. გამოიყენეთ ყველა საშუალება იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ მემტისმეტად აქტიური ცხოვრების სტილი შეიძლება ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს.

მშვილდოსანი

ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში კონფლიქტური სიტუაცია მწიფდება. გირჩევთ საკუთარი პოზიციის დაცვისას მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ, თორემ დაკარგულიავტორიტეტის დაბრუნება გაგიჭირდებათ.

თხის რქა

პირად ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები, რაც პარტნიორის სიჯიუტეს უკავშირდება. გადაჭარბებულმა ეჭვიანობამ შეიძლება თქვენს მიმართ კეთილად განწყობილი ადამიანების რაოდენობა შეამციროს. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

მერწყული

შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და გავლენიანი ადამიანის მფარველობა ფინანსური წარმატებისთვის კარგ სასტარტო პოზიციაზე გაგიყვანთ. საღამო საკუთარი და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ.

თევზები

თვითშეფასებისა და სამყაროს ობიექტურად შეფასების დღეა. შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ და ყოველდღიური საქმეები აკეთოთ. მინიმუმამდე შეამცირეთ საკუთარი ვალდებულებები. მშვიდ გარემოში ეცადეთ გაერკვეთ საკუთარ ფიქრებში, გრძნობებსა და ქმედებებში. ხელიდან ნუ გაუშვებთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის შანსს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები