მსოფლიო
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-10-06 11:58:22
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სკოლის დირექტორმა თამარ ამზაშვილმა განუცხადა.
მისი განცხადებით, ინფორმაცია მოსწავლის დაინფიცირების შესახებ წუხელ შეიტყო. მისივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების ვარაუდით, მოსწავლის ინფიცირება შაბათს გამართულ წვეულებას უკავშირდება, რომელზეც ბავშვი იმყოფებოდა.
სკოლის დირექტორის თქმით, პირველკლასელი სკოლაში ბოლოს პარასკევს იყო. თამარ ამზაშვილის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებაში ლოკალურად ტარდება დეზინფექცია, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი კი არ შეწყდება და მასწავლებლები სკოლაში მივლენ, თუმცა ადმინისტრაციამ მშობლებს განუმარტა შექმნილი ვითარება და შესთავაზა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, გაუშვებენ თუ არა ბავშვებს სკოლაში.
ამასთან, თამარ ამზაშვილის განცხადებით, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და სკოლის შემდგომი ნაბიჯები სპეციალისტების რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.
სწავლა საკლასო ოთახებში 12:00 საათზე იწყება, მანამდე ონლაინ გაკვეთილები მიმდინარეობს.
კომენტარები