მსოფლიო
"ვფიქრობ რამდენიმე დღე გვექნება პიკი, შემდეგ კი შემცირდება“ - მარინა ენდელაძე
2020-10-01 12:32:07
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების პიკი იყოს, შემდე კი რაოდენობა თანდათან შემცირდეს.
„ ყველა ინფიცირებული თანდათან ვლინდება, ეს კარგია, რომ ყველა ინფიცირებული ვლინდება და არ რჩება ბინაზე და საზოგადოებაში. შესაბამისად, ვფიქრობ რამდენიმე დღე გვექნება პიკი, შემდეგ კი შემცირდება“,- განაცხადა ენდელაძემ.
კომენტარები