საზოგადოება
თსუ-დან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინ ლექციის დროს ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
2020-09-30 17:07:48
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციის დროს ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც ფორმულას თსუ-ში უთხრეს, გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო.
გარდა ამისა, თსუ-მ ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ აყენებს შეურაცხყოფას სტუდენტი ლექტორს.
კომენტარები