1 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტკივილი, რომელიც ფოტოკამერამაც ვერ დამალა - ბრედ პიტი ჟურნალ GQ-ს გარეკანზე

   გასული წელი ბრედ პიტისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა. 53 წლის მსახიობი ანჯელინა ჯოლისთან გაყრის შემდეგ პირველად ჟურნალ GQ-ს გარეკანზე გამოჩნდა. ჟურნალის გარეკანი ბრედ პიტის სამი განსხვავებული ფოტოთი გამოვიდა. თითოეულ მათგანზე მსახიობი ძალიან ემოციური გამომეტყველებითაა აღბეჭდილი.

GQ-ს ბრედ პიტმა ინტერვიუც მისცა, რომელსაც ჟურნალი ახასიათებს, როგორც სევდიანს და მტკივნეულს. ინტერვიუში მსახიობმა ისაუბრა სიყვარულზე, დანაკარგზე, მამობაზე და ბოლოდროინდელ მოვლენებზე.

როგორც ჩანს, მასსა და ოჯახს შორის ურთიერთობა დალაგდა. მისი ექვსი შვილი შვიდი თვის შემდეგ პირველად დარჩა მამასთან ლოს ანჯელესის სახლში. 15 წლის მედოქსი, 13 წლის პაქსი, 12 წლის ზაჰარა, 10 წლის შაილო და რვა წლის ტყუპები, ნოქსი და ვივიენი ორ ძიძასთან ერთად იმყოფებოდნენ მამის სახლში.

53 წლის მსახიობს შვილებთან ოჯახური სადილი ჰქონდა, რომელზეც ძალიან იმხიარულეს.

ძიძები ბავშვებს ანჯელინას მოთხოვნით ახლდნენ. ანჯელინა არის ერთადერთი მეურვე ბავშვებისთვის, ამიტომ ბრედს საკუთარი ძიძები არ ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები