2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამაკაცმა თვალის ოპერაციის შემდეგ 45 კილო დაიკლო

ჩამოტვირთვა

ბრიტანელმა მაიკლ მაკარტიმ თავისი წონის თითქმის ნახევარი დაიკლო, მას შემდეგ, რაც თვალზე ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. 30 წლის მამაკაცმა 45 კილოგრამი ოპერაციის შემდეგ დაიკლო. როგორც თავად მაიკლი აღნიშნავს-ცხოვრებაში ორ რაღაცას ვერ ეგუებოდა-დიდ წონასა და ცუდ მხედველობას. ერთ დღესაც გადაწყვიტა მხედველობის აღდგენა, რომელიც უკვე მინუს 13-ს აღწევდა. ოპერაციის შემდგომ, როგორც თავად ამბობს, ახალი თვალით დანახულმა სამყარომ იგი სხვა ადამიანად აქცია. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, შეცვალა თავისი კვების რაციონი და შედეგმაც გაამართლა. წონაში საგრძნობელი ცვალებადობის შემდეგ პირადი ცხოვრებაც მოაწესრიგა და საკუთარი თავის რწმენაც უფრო გაუღრმავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები