0 1 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გადასცა

ჩამოტვირთვა

უკრაინამ რუსეთს ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი გადასცა. მოსკოვში ილია პიანზინი სოჭის აეროპორტიდან გადაიყვანეს. სასამართლო პროცესის დანიშვნას ის მოსკოვის იზოლატორში დაელოდება. პიანზინი იანვარში დააკავეს. ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც საკუთარ ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მისი თანამზრახველი. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ვლადიმერ პუტინზე ამზადებდა თავდასხმას. თავად პიანზინმა პროკურატურას განუცხადა, რომ დავალებებს დოკუ უმაროვისგან იღებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები