0 4 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბალტიის ზღვაში მფრინავი თეფში აღმოაჩინეს

ჩამოტვირთვა

შვედი მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა. ბალტიის ზღვაში მათ უზარმაზარი მგრვალი ობიქტი იპოვეს, რომლის დიამეტრიც 18 მეტრი გახლავთ. ამოუცნობი ობიექტი წყალში 90 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და მეცნიერები მის გამოკვლევას ვერ ახერხებენ. გავრცელებული ინფორმაციით ყველა არსებული აპარატურა, რომლის საშუალებითაც ობიექტის გამოკვლევა შესაძლებელი იქნებოდა ობიექტის გარშემო 200 მეტრის რადიუსში ფუნქციონირებას წყვეტს. ბალტიის ზრვაში ნაპოვნ ამოუცნობ ობიექტთან მიახლოებისთანავე მწყობრიდან გამოდის ყველანაირი ტექნიკა, მათ შორის ვიდეოკამერები, თანამგზავრული ტელეფონები და კომპიუტერებიც. აღსანიშნავია ისიც რომ ამოუცნობი ობიექტიდან 300-500 მეტრის მანძილზე დაშორებისას აპარატურა ისევ ჩვეულ რეჟიმში იწყებს მუსაობას. ბალტიის ზღვის ამოუცნობი ობიექტთან დაკავშირებით მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უცხოპლანეტელთა თეფშია, მეორე ნაწილს კი ის მეტეორიტის ნაგლეჯი ჰგონია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები