0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

ჩამოტვირთვა

11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებს ბრალი უკვე წაუყენეს. სასამართლო პროცესი აშშ-ს სამხედრი ბაზაზე გუანტანამოში მიმდინარეობს. ბრალდებულის სკამზე ხალიდ შეიხ მოხამედი და მისი 4 თანამზრახველი ზის. პირველი სხდომის მსვლელობისას მათ ბრალდების მოსმენას ლოცვა არჩიეს. აშშ-ს ხელისუფლება მათ ტერორიზმში, თვითმფრინავის გატაცებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივე მათგანს სიკვდილით დასჯა ემუქრება. 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესს დაღუპულთა ნათესავები ონლაინ რეჟიმში უყურებდნენ. 2001 წლის 11 სექტებრის ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიიტ მათი ორგანიზატორი ალ ქაიდა გახლდათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები