1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანჯელინა ჯოლის სიგამხდრე ისევ მსოფლიო პრესის ეპიცენტრში

ჩამოტვირთვა

ოსკარებით დაჯილდოვების ცერემონიალზე ანჯელინა ჯოლიმ რომ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, ამას დასავლური პრესის მხრიდან ყოველდღიურად მასზე დაწერილი უამრავი სტატიაც მოწმობს. ანჯელინა ჯერ საუკეთესოდ ჩაცმულ მსახიობთა სიის სათავეში მოექცა, მოგვიანებით კი მის შიშველ ფეხზე მთელი დასავლეთი ალაპარადა. ამჯერად კი The Sun-ის ყურადღება ანჯელინას შიშველმა ფეხმა სხვა კუთხით მიიქცია. საქმე იმაშია, რომ ჯოლის მდგომარეობა ექიმმა საშიშად შეაფასა. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ანჯელინა ანორექსიას ებრძვის. ექიმი დრიუს მიერ გაკეთებულმა კომენტარმა კი ეს ყველაფერი დაადასტურა. "მე ვნახე ანჯელინა ჯოლის ფოტო "ოსკარების" ცერემონიიდან, სადაც მას მარჯვენა ფეხი უჩანს. მინდა გითხრათ, რომ მისი სიგამხდრე აშკარად საშიშ ხასიათს ატარებს", - განაცხადა ექიმმა. მან ახალგაზრდებს ურჩია ანჯელინას არ მიბაძონ და ამ მიზნით საკვებზე უარი არ თქვან. მიუხედავად იმისა, რომ ის ულამაზესი ქალია, ექიმის თქმით, ზედმეტი სიგამხდრე ამ ყველაფერს აშკარად აკნინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები