1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკას არ ცვლის

ჩამოტვირთვა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავისი წარმომადგენლები დანიშნა. გასულ კვირას, დიმიტრი მედვედევმა, აფხაზეთში ზედამხედველად, კრასნოდარის გუბერნატორი, ალექსანდრე ტკაჩოვი წარადგინა. რამდენიმე დღეში, სამხრეთ ოსეთში, კრემლის სპეციალური წარმომადგენელი, თეიმურაზ მამსუროვი, გახდა. აფხაზეთის მეთაურის, ალექსანდრე ანქვაბის, შეფასებით, აღნიშნული ცვლილება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს. მედვედევის პრეს -მდივანი ნატალია ტიმაკოვა კი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაკონტროლებელთა დანიშვნა, მედვედევის პოლიტიკის ლოგიკურ დასასრულზე მეტყველებს. ტიმაკოვა აღნიშნული ცვლილების მოტივად ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან კავშირის გამყარებას ასახელებს. დიმიტრი მედვედევი ვლადიმერ პუტინის მითითებებით მოქმედებს. მათი მიზანი კი საბჭოთა კავშირის აღდგენაა. ასე აფასებენ ქართველი კანონმდებლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული მაკონტროლებლების დანიშვნის ფაქტს. მათი შეფასებით, თუ რუსეთი მეზობელ ქვეყანასთან დამოკიდებულებას არ შეცვლის, იგი კატასტროფისთვის არის განწირული. ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება სურს. ისინი გამოსავალს მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაში ხედავენ. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილებით, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს ანექსირებისთვის ნიადაგის მოამზადებას ცდილობს. დიმიტრი მედვედევმა თეიმურაზ მამსუროვისა და ალექსანდრე ტკაჩოვის გარდა, თავისი წარმომადგენელი დნესტრისპირეთშიც დანიშნა და არჩევანი ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინზე შეაჩერა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები