0 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნების“ წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ - ხატია დეკანოიძე

„ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება. მე, რა თქმა უნდა, კონკრეტულად არაფრის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ [ინფორმაცია] ასევე, ძალიან მალე მიუვა "ქართული ოცნებიდან" ყველა იმ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების გაუქმებაზე, ვისაც [საჭიროდ] ჩათვლის სახელმწიფო დეპარტამენტი. ასევე უნდა ითქვას, რომ სანქციები დაეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ძალადობაში და ვინც აორგანიზებს ძალადობას," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები