2 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ძაღლი გარდაცვლილი პატრონის ტანსაცმელს იპარავდა და მათზე ეძინა, ისიც თავისი ერთგულების მსხვერპლი გახდა” – ტრაგედია მარინა გაბუნიას ოჯახში

მსოფლიო მედია და საზოგადოება შეძრა ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში მცხოვრები პიანისტის, მარინა გაბუნიას ოჯახში დატრიალდა. ორი კვირის წინ მას ვაჟი დაეღუპა – მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა. ქალბატონმა მარინამ შვილის ოთხფეხა მეგობარი, პიტბულის ჯიშის ძაღლი სახლში წამოიყვანა და უბედურებაც დატრიალდა, მუსიკოსი ძაღლმა დაკბინა და გარდაიცვალა. "ენით აღუწერელი ტრაგედია მოხდა. შესაბიშნავი მუსიკოსი, პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა. ორი კვირის წინ ქალს შვილი დაეღუპა. დედამ შვილის პიტბული წამოიყვანა და ასეთი ტრაგიკული ფინალი… პიტბული უკიდეგანოდ ერთგულია მისი პატრონის და ეტყობა, ჩათვალა რომ ამ ქალმა დააშორა თავის პატრონს. არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ამერიკის მედია შეძრა ამ ამბავმა. სიტყვები უძლურია ასეთ ტრაგედიასთან… ეს ძაღლი ამ ბიჭის ტანსაცმელზე თურმე ხელს არ აკიდინებდა, გარდაცვლილი პატრონის ტანსაცმელს იპარავდა და მათზე ეძინა. ეს ძაღლიც თავისი  ერთგულების მსხვერპლი გახდა და მარინაც ასე დაღუპა, ღმერთო. ძაღლი ადგილზე მოუკლავს პოლიციას”, – წერს ალექსანდრე კოპალიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები