0 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ! რჩევები კლინიკა „ენმედიცი“-სგან

თუ გახდომა გადაწყვიტეთგაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

• გახდით ნელ-ნელა, წონის კლების ოპტიმალური სიჩქარე არის 0.5-1 კგ კვირაში.
• ვიდრე რამეს შეჭამთ, დაფიქრდით ხართ თუ არა მშიერი. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ საკვების მიღება და თავიდან აიცილოთ გაუცნობიერებელი ზედმეტი კვება.
• მიირთვით ნელა, საკვები დიდხანს ღეჭეთ.
• არ შეგეშინდეთ საკვების თეფშზე დატოვების, თუ ის საჭიროზე მეტი აღმოჩნა.
• არასოდეს დაუწესოთ საკუთარ თავს ჯილდოდ საკვები.
• არ წახვიდეთ მაღაზიაში მშიერი, პროდუქტი იყიდეთ წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით.
• როდესაც იგრძნობთ აუტანელ შიმშილს, მიირთვით რომელიმე დაბალკალორიული პროდუქტი, მაგალითად ვაშლი, ან დალიეთ ჩაი ლიმონთან ერთად. საუკეთესოა ჭიქა წყალი.
• საღამოს დაგეგმეთ, რა უნდა მიირთვათ მომდევნო დღეს.
• ხორცს მოაცილეთ ხილული ცხიმი, ფრინველის ხორცს გააცალეთ კანი.
• გამორიცხეთ კვების რაციონიდან შებოლილი პროდუქტები.
• საკვებ რაციონში ჩართეთ უცხიმო რძის პროდუქტი.
• მიირთვით ბოსტნეული 3-4 ჯერ დღეში, უმი ან მომზადებული სახით, მინიმუმ 300-400გრ. 
• კვება დაიწყეთ ბოსტნეულის სალათით. თქვენს პორციას დაამატეთ მხოლოდ 1ჩ/კ მცენარეული ზეთი.
• არ დაგავიწყდეთ ხილის მიღება, მაგრამ არა უმეტეს 2-3 ცალისა დღეში.
• არ აკრძალოთ პური სრულად.
• თავი შეიკავეთ ტკბილეულის მიღებისგან.
• წყურვილი მოიკალით წყლით და არა ხილის წვენით ან ტკბილი ჩაით. უკეთესია მიირთვათ ნატურალური ხილი ან ბოსტნეული, ვიდრე დალიოთ წვენები, რომელიც თავისუფალია უჯრედისისგან.

ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნინო ქორეულაშვილი

შემოგვიერთდით ფეისბუქზე: https://www.facebook.com/enmedic/

„Enmedic clinic“

მის: წინანდლის ქ. №9, 0144 თბილისი (300 არაგველი), არაყიშვილის ქ. №2, 0179 თბილისი

ტელ: (+995) 32 2 774 000, (+995 32) 2 483 838  www.enmedic.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები