გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
იანვარში ჰაერის ტემპერატურა 0 C°-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ქალაქში უკვე თოვლიც გამოჩნდა და, შესაბამისად, ავტომობილით გადაადგილებაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. დაბალი ტემპერატურის დადგომასთან ერთად, ავტომობილის ბევრი დეტალი გამოდის მწყობრიდან. თუ თქვენი ავტომობილი ზამთრის გზებზე გადასაადგილებლად გამართული არ არის, მაშინ დროა ეწვიოთ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებს და არსებული შეთავაზებების დახმარებით საქმე გაიმარტივოთ.
30%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე და სპეციალური ფასები კონკრეტულ მოდელებზე
თოვლიან და მოყინულ გზაზე მოძრაობისთვის მომზადება ჯობს, საბურავის შეცვლით დაიწყოთ. საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის ზედაპირს უშუალოდ ეხება და მისი სწორად შერჩევა აუცილებელია იმისათვის, რომ გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ. ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებით დათოვლილ გზაზე ავტომობილის მართვაზე კონტროლის დაკარგვის ალბათობა იზრდება.
ზამთრის საბურავების ზედაპირი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე აქტიურდება. შემადგენელი ნივთიერების გააქტიურება კი საიმედო მოჭიდების წინაპირობაა.
„თეგეტა მოტორსში“ 31 იანვრის ჩათვლით საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს, ხოლო კონკრეტულ მოდელებზე სპეციალური ფასები დაგხვდებათ.
20%-იანი ფასდაკლება MONBAT-ისა და VARTA-ს აკუმულატორებზე
კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ყინვამ დაგვიზიანოს, არის მცირერესურსიანი ან დაბალი ხარისხის აკუმულატორი. მწყობრიდან გამოსული აკუმულატორით კი შეუძლებელია ავტომობილის დაქოქვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია, შეამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ძველი ახლით ჩაანაცვლოთ.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორის რესურსის შემოწმება უფასოდ არის შესაძლებელი. შეცვლის საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებლობა გექნებათ, საუკეთესო ხარისხის VARTA-სა და MONBAT-ის აკუმულატორი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. ეს შეთავაზება აღნიშნულ პროდუქციაზე 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
20%-იან ფასდაკლებას ATE-ს ბრენდის ხუნდებზე
სამუხრუჭე სისტემას უდიდესი როლი ეკისრება ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებაში. თოვლიან საფარზე დაბალი ტემპერატურის პირობებში მოძრაობა გართულებულია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. თქვენი მშვიდი გადაადგილებისათვის „თეგეტა მოტორსი“ 31 იანვრამდე 20%-იანი ფასდაკლებას გთავაზობთ ATE-ს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებზეც.
არსებულ შეთავაზებებთან ერთად, 31 იანვრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს MOTUL-ის ზეთებზე, ULTRA 1 PLUS ზეთებზე კი 30%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ.
ასევე 31 იანვრის ჩათვლით 20%-იანი ფასდაკლება შეეხება SONAX-ის ავტომობილის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტსა და TOPTUL-ისა და RING-ის ხელსაწყოებს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები