თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით. ბანკი B2B ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც პროექტ „კლასტერები განვითარებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საკონსულტაციო კომპანიებისა და კლასტერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა.
შეხვედრას საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიების, სამშენებლო მასალებისა და ტანსაცმლის წარმოების სექტორის 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა - შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მომსახურება ქართული სამშენებლო მასალების კლასტერების წევრი კომპანიებისთვის წარედგინათ. სწორედ ერთერთი პანელი დაეთმო საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის შესაძლებლობებს, რომელზეც საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა მონაწილეებს დამატებითი ღირებულების სერვისები გააცნო. მასთან ერთად, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
„საქართველოს ბანკი მუდმივად მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. B2B ფორუმიც ბიზნესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ეხმარება. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს ბანკი წელს პირველად ჩაერთო, სადაც კლასტერების წევრებს ჩვენი დამატებითი ღირებულების სერვისები გავაცანით. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებები, რადგან ეს ქმნის ერთგვარ სინერგიის ეფექტს. შეხვედრაზე ფართო მიზნობრივ აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ იმ მხარდამჭერი პროექტების შესახებ ინფორმაცია, რაც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს მისცემს პრაქტიკულ ცოდნას, სხვადასხვა სახის ოპერაციებში მხარდაჭერას და დარგის ექსპერტებთან უფასო კონსულტაციას. რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის სამომავლოდ სწორად განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლიკო ნაკაშიძემ.
ინფორმაციისთვის, კლასტერი მიზნად ისახავს საკუთარი წვლილის შეტანას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, საოპერაციო სტანდარტების ოპტიმიზაციისა და უნარების ასამაღლებლად. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები