თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
17 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წლის სოციალური საწარმო გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე გადასული სამი საწარმოდან: „ლიდერი“, „ტენე“ და „დედიკო“, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება სოციალურ საწარმო „ტენეს“ ერგო. გამარჯვებულმა წლის სოციალური საწარმოს სტატუსი და ფულადი ჯილდო მიიღო.
ღონისძიების მხარდამჭერმა „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კი ჯილდო სოციალურ საწარმო „ლიდერს“ გადასცა. ქალაქ გორში მდებარე სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ორ სოციალურ მიზანს აერთიანებს. საწარმო ზრუნავს შიდა ქართლში მცხოვრები სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებაზე და ასევე მუშაობს ტექსტილის ნარჩენების შემცირებაზე, მისი გადამუშავების გზით.
ნინო გიორგაძე, სოციალური საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი: „ჩვენი საწარმოს საშუალებით 400-ამდე ქალმა ახალი პროფესია შეიძინა და დასაქმდა. რაც შეეხება ტექსტილის ნარჩენების შემცირებას, 2022 წელს 10 ტონა ტექსტილი ახალ პროდუქტად ვაქციეთ და მისი რეალიზაცია მოვახდინეთ. ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის, კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს, ხელი შეუწყონ სოციალურ საწარმოებს და მათი ცნობადობის გაზრდას.“
„ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ქალთა გაძლიერება და გარემოზე ზრუნვა საკვანძო ღირებულებებია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით პროექტებში და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ქალთა როლის გაზრდას საზოგადოებაში.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით ჯილდო გადაგვეცა საწარმოსთვის, რომლის საქმიანობაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებთან თანხვედრაშია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გარემოზე ზრუნვა და ქალთა გაძლიერებაა. სოციალური საწარმო „ლიდერის“ საქმიანობაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. მომავალშიც ვაპირებთ, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით წვლილი შევიტანოთ საზოგადოებაში ქალის როლის გაზრდასა და გაძლიერებაში“.
სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით ღონისძიება წელს მეთერთმეტედ გაიმართა. მისი მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში სიახლეების გაცნობაა.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები