0 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლობალაიზის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში წარმატებით ჩატარდა

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების განვითარებისა და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს.  სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, გლობალაიზმა პარიზში ევროპის კონფერენციას უმასპინძლა სადაც  თავი მოუყარა ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს და  ქართული სტარტაპებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს.   კონფერენციის მიზანი იყო  ქართული  საინვესტიციო, საექსპორტო და სტარტაპ იდეების ევროპის ბაზარზე  გატანა და ახალი პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა. ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც გლობალურად მასშტაბირებას გეგმავენ. კონფერენციამ მოიცვა პანელური დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, სტარტაპებისთვის early‐stage ინვესტიციების, აქსელერაციის, სქეილინგისა და სწრაფი ზრდის  შესაძლებლობები, ევროგაერთიანებაში ექსპორტირების სამართლებრივი  ჩარჩოები, პროდუქტის შეფუთვის ნორმები ევროპასა და მსოფლიოში, გართობის ინდუსტრიის ადაპტაცია დროსთან, კრიპტო ვალუტების  პოპულარობა მარეგულირებელთა რისკების წინააღდეგ და სხვა  საინტერესო თემებზე.   

 

პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში სპიკერებმა გამოცდილება  გაუზიარეს ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და კონფერენციის  მონაწილეებს. პრეზენტატორთა შორის იყო არაერთი წარმატებული  პროფესიონალი ქართველი სხვადასხვა დარგში, რომლებიც მზად არიან, თავიანთი გამოცდილების გაზიარება მომავალშიც გააგრძელონ  სტარტაპების მხარდასაჭერად. კონფერენციას მონაწილეები შეუერთდნენ გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, მალტიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან.

 

“გამონდინარე იქიდან, რომ Globalize არის მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში  მცხოვრებ ქართველთა პროფესიული გაერთიანება და ცდილობს ქართული  ბიზნესის გლობალიზაციას, მთავარი სამუშაო ენა ქართულია, თუმცა, www.globalize.ge უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ საერთაშორისო სპიკერებსა და  ინვესტორებს, შესაბამისად კონფერენციის პირველი ნაწილი ქართულად  შედგა, მეორე კი ‐ ინგლისურად. საერთაშორისო ნაწილზე სცენა დაეთმო  გამოცდილ ანტრეპრენერებს, მენტორებს და ინვესტორებს, რომლებმაც  საჭირო რჩევები გაგვიზიარეს, თუმცა, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვეცნო მათთვის ქართული სტარტაპები. უკვე დავგეგმეთ კიდეც სამომავლო თანამშრომლობა, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად შევუწყოთ ხელი  სტარტაპების ევროპის ბაზარზე გაფართოებას, საჭირო ინვესტორებთან  დაკავშირებას და ასე შემდეგ” ‐ ამბობს Globalize დამფუძნებელი და  აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.  

სწორედ მეორე ნაწილში შედგა სტარტაპების ფიჩინგიც. საერთაშორისო  ინვესტორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წინაშე წარდგა 12 ქართული სტარპატი. კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სტარტაპებისთვის შედგა “ფიჩინგისთვის მოსამზადებელი ვორქშოფი, რომელსაც ორი უმაღლესი კლასის სპეციალისტი უძღვებოდა: ალბერტ  სზულმანი ‐ სერიული ანტრეპრენერი, Scale up Booster აქსელერატორის  თანადამფუძნებელი, მენტორი და  ივს ლოსტანლენი ‐ გლობალური  ანტრეპრენერი და ინვესტორი, 20 წლიანი გამოცდილებით მენეჯმენტის, ლიდერშიფის და ბიზნესის ზრდის მიმართულებით. სტარტპაბემა მიიღეს  კონკრეტული რეკომენდაციები და მენტორშიფი. Globalize‐მა ანალოგიური კონფერენცია აპრილში გამართა კალიფორნიაში, სილიკონ ველიზეც. როგორც საკონსულტაციო კომპანიაში ამბობენ, მიმდნარე წლის ბოლომდე, საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების სერია გაგრძელდება და მომდევნო ქვეყნები უახლოეს დღეებში  დაანონსდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები