0 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრი თბილისში

 

„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს. თბილისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მიმდებარედ გაიხსნა. ეს „თეგეტას“ უკვე მეშვიდე ობიექტია დედაქალაქში, სადაც მსუბუქი ავტომანქანის მფლობელებს გაუწევენ მომსახურებას. მომხმარებელი ახალ ფილიალში სწრაფ სერვისებს მიიღებს.

ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, შოურუმსაც გააერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ალექსანდრე ლაფერიშვილი, თეგეტა მოტორსის საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი: „ახალი სერვისცენტრის გახსნით დედაქალაქს „თეგეტა მოტორსის“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ახალ ობიექტში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს შევთავაზებთ. აქვე განთავსებულია შოურუმი, სადაც პრემიუმ და ბიუჯეტური ბრენდების საავტომობილო პროდუქტებია წარმოდგენილი. შედეგად, ჩვენი მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს როგორც მომსახურების მიღებას, ისე საავტომობილო პროდუქციის შეძენას“.

ახალი სერვისცენტრი, რომელიც 330 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტი ავტომფლობელის მომსახურებას შეძლებს.

ფილიალში შემდეგი სერვისის მიღებაა შესაძლებელი:

 

·         ძრავაში ზეთისა და ფილტრის შეცვლა

·         გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა

·         საბურავების სერვისი

·         ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა

·         აკუმულატორების შეცვლა

·         ნათურების შეცვლა/ფარების გასწორება

·         ფრეონის დამატება

სერვისცენტრში, რომელიც შოურუმსაც მოიცავს, პრემიუმ ბრენდების: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, საცხებ -საპოხი მასალები, აკუმულატორები, საბურავები, ავტომობილის აქსესუარები და სხვა.

გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ფილიალი განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი გრაფიკით იმუშავებს და  მომხმარებელს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 9:30-დან საღამოს 9 საათამდე გაუწევს სათანადო მომსახურებას. შედარებით მოკლე სამუშაო დღეა კვირას - სერვისცენტრი საღამოს 6 საათამდე იმუშავებს.

 

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები