ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ნოემბერში რეალური მშპ, მოლოდინების შესაბამისად წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 6.9%-დან 12.0%-მდე აჩქარდა, რაც ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებითაც ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოიმატა. წინა თვის მსგავსად, აღდგენა ყველა სექტორს მოიცავდა, გარდა მშენებლობისა, რაც სახელმწიფოს მიერ შემცირებულმა კაპიტალურმა დანახარჯებმა განაპირობა.
მაშინ, როდესაც ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და იმპორტის დინამიკა ძლიერი იყო, ფისკალური ფაქტორის მსგავსად, ნოემბრის დაკრედიტებაც შესუსტდა. აღნიშნული, ბიზნეს სეგმენტში, განსაკუთრებით კი კორპორატიული მიმართულებით, სესხების შენელების შედეგია. ამასთან, საყურადღებოა რომ 2021 წლის მე-2 და მე-3 კვარტლებში კორპორატიულ სექტორში რეკორდული აღდგენა აღინიშნებოდა.
გასულ კვირას სებ-მა 2021 წლის მე-3 კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ისევე როგორც ჯამურად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რაც შეეხება დაფინანსების მხარეს, პირდაპირი ინვესტიციებიდან მხოლოდ რეინვესტირებულ შემოსავლებს ჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი, რადგანაც ინვესტიციები სააქციო კაპიტალში ძალზედ დაბალი იყო. ამასთან, არასაბანკო კერძო სექტორი და ეროვნული ბანკი დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო იყო. საბანკო სექტორის მხრივ, საგარეო ვალდებულებები შემცირდა, უცხოური ვალუტის ფლობა კი 71 მლნ აშშ დოლარით გაიზრდა, თუმცა მე-2 კვარტალში 501 აშშ დოლარიანი რეკორდული შემცირების შემდეგ.
მიმდინარე კვირის ორშაბათს, საქსტატმა დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, მაღალი წლიური ინფლაცია მხოლოდ დაბალმა საბაზო ეფექტმა განსაზღვრა, ფასების ზრდის თვიური გაწლიურებული მაჩვენებელი კი წინა თვის მსგავსად სამიზნეზე დაბალი იყო.
საქართველოსგან განსხვავებით, დეკემბერში თურქეთის ინფლაციამ მოლოდინებს გადააჭარბა, როგორც სამომხმარებლო, ასევე უფრო მეტად მწარმოებელთა ფასების შემთხვევაში. კერძოდ, ადგილობრივი მფი წ/წ 79.9%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში ლირა დოლართან მიმართებით 77.3%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის საგარეო მფი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, სავარაუდოა, რომ დინამიკა მსგავსი იქნება და ასეთ შემთხვევაში, ლირის ნომინალური გაუფასურების ეფექტი სრულად განეიტრალდება.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან თიბისი კაპიტალის წინა ანალიზი ძირითადად სამომხმარებლო ფასების მიხედვით გაანგარიშებულ რეალურ გაცვლით კურსს ემყარებოდა. კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად კი თურქეთის მწარმოებელთა, განსაკუთრებით საგარეო, ფასების ინდექსი უფრო რელევანტურია. ამ მაჩვენებლით გაანგარიშებული რეალური კურსი აჩვენებს, რომ ლირა ლართან მიმართებით მატერიალურად გაუფასურებული არც არის. შესაბამისად, ეს დამატებითი არგუმენტია იმისათვის, რომ სუსტ ლირას საქართველოს ეკონომიკასა და ლარზე ნეგატიური გავლენა შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს. ერთადერთი კითხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან დაკავშირებით რჩება, რადგანაც ამ სექტორის ფასები თურქეთში გაცილებით უფრო ზომიერად იზრდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან საქართველოში იმპორტში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ტურიზმს, ექსპორტსა და ფულად გზავნილებს, სუსტი ლირის ნეგატიური ზეგავლენა ამ მხრივ, კიდევ უფრო საკამათოა.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 4 იანვრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები