1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონის ველის წამყვანმა ინვესტორებმა თბილისში ვენჩურული კაპიტალის მასტერკლასს უმასპინძლეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 12 ნოემბერს სილიკონ ველის წამყვანი ფონდების მენეჯერებმა ვენჩურული კაპტალის (VC) მასტერკლასს უმასპინძლეს. მათ საკუთარი წარმატების ისტორია მომავალ ქართველ ინვესტორებს გაუზიარეს. ღონისძიება „Catapult Ventures“-ის პარტნიორი ორგანიზაციის, „სტარტაპ გრაინდ თბილისი“-ის ინიციატივით განხორციელდა.

 

შეხვედრა VC ფონდების სტრუქტურაზე, მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპების შერჩევის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე საუბარს დაეთმო, რომელსაც წამყვანი ფონდები გადიან.

 

მასტერკლასს „Catapult Ventures“-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი, „GameGroove Capital“-ის პარტნიორი მარვინ ლიაო და „US Market Access Center“-ის დამფუძნებელი კრის ბარი უძღვებოდნენ.

 

„საქართველოს ბანკის ჩართულობით, სილიკონის ველის წამყვანი ფონდების მენეჯერებმა VC მასტერკლასს თბილისში უმასპინძლეს. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესლიდერებისთვის, თავად წამყვანი ინვესტორებისგან მიეღოთ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნულ მიმართულებაზე და გაეღრმავებინათ ცოდნა, რაც საკუთარი საქმიანობის განვითარებაში და მასშტაბირებაში დაეხმარებათ. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება სწორედ სტარტაპების მხარდაჭერაა, იმ მასშტაბური პროქტების განხორციელებით, რომელთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ 500 Georgia, Shark Tank. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობას, რადგან გვჯერა, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება უკეთესი მომავლის წინაპირობაა“, -  აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ვრცლად სპიკერების შესახებ:

ჯონათან თაუერი „Catapult Ventures“-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. აღნიშულ სფეროში 20 წლიანი გამოცდილებით, მან და მისმა გუნდმა, წლების მანძილზე 300-მდე ინვესტიცია განახორციელეს, საიდანაც 22-მდე ადრეულმა ინვესტიციამ სტარტაპებში მილიარდ დოლარიან ღირებულებას მიაღწია, მათ შორის Jet.com (IPO, $3B), Dollar Shave club (IPO $1B) და სხვ.

 

მარვინ ლიაო 6 წლის მანძლზე „500 Global“-ის პარტნიორი იყო, რის ფარგლებშიც სტარტაპებში 400-მდე ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად, იგი „GameGroove Capital“-ის პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მარვინი ინვესტორებს ვენჩურულ ინვესტიციებში უწევს კონსულტაციას და ასევე „The Hard Fork by Marvin Liao“ გამოცემის ავტორია, რომელიც საინვესტიციო მიმართულებით, ტრენდებსა და რჩევებზეა  ფოკუსირებული.

 

კრის ბარი, „US Market Access Center“-ის დამფუძნებელია. კომპანია ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა სილიკონის ველიდან, რომელიც სახელმწიფოსა და დონორებს სტარტაპების განვითარებისა და სილიკონის ველთან დაკავშირების საკითხებში ეხმარება. კრის ბარი 10 წლის განმავლობაში 42 სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდა. მისი დახმარებით, 2 მილიარდამდე ვენჩურული ინვესტიცია იქნა მოიზიდული.

 

ინფორმაციისთვის, ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი - “სპარკი” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები