ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა.
"Best SME Bank Awards 2022" ჯილდოს ფარგლებში საერთაშორისო გამოცემამ ბანკები ალგორითმის გამოყენებით, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, როგორიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრებისა და საჭიროებების ცოდნა, მრავალფეროვანი პროდუქტი და მომსახურება, ბაზრის მდგომარეობა და ინოვაციურობა.
გამარჯვებულად ის ბანკები დასახელდნენ, რომლებმაც საუკეთესოდ შეძლეს მათ ბაზრებზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების დაკმაყოფილება.
გამარჯვებულები მსოფლიოს 66 ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რეგიონებიდან დასახელდნენ.
“პანდემიამ ყველაზე ნეგატიური გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე იქონია. სწორედ ეს ბიზნესები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მათი მიღწევების აღიარებისთვის, Global Finance-მა SME Bank Awards Program შექმნა. ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავაფასოთ ფინანსური ინსტიტუტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული საუკეთესო მომსახურებისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.
„საქართველოს ბანკმა Global Finance-ის მორიგი აღიარება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული მხარდაჭერის გამო მოიპოვა. ბანკი წლებია სექტორის საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს ნერგავს და ავითარებს. განსკუთრებით დიდი ყურადღება, ბოლო პერიოდში პანდემიის ფონზე მცირე და საშუალო ბიზნესების გაჯანსაღებას და განვითარების ხელშეწყობას დაეთმო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუსმინოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უკეთ გავიგოთ მათი გამოწვევების შესახებ, რათა შევძლოთ საჭირო დროს, მათთვის ყველაზე საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზება. ეს ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს ბანკის, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორის და კიდევ ერთი სტიმული, არ გავჩერდეთ “, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები