1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაბეთის საპატიო ელჩი გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე - ჩემპიონია

27 წლის ქართველი მოჭიდავე, აჭარაბეთის საპატიო ელჩი გენო პეტრიაშვილი (125კგ.) ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
პეტრიაშვილმა ფინალში ირანელ მძიმე წონოსან ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან პირველი 2 ქულა აიღო, თუმცა, შემდეგ მეტოქის უპირატესობა აშკარა გახდა და საბოლოო ანგარიში 9:2 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ზარემ ნახევარფინალში 4:0 მოუგო ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 8-გზის ჩემპიონ ტაჰა აკგულს (თურქეთი), რომელიც ძველ დიდებას ნელ-ნელა ჰკარგავს.


„ჩემთვის ყველა მედალი წარმატებასთან არის ასოცირებული, წარმატებისთვის ბევრი შრომა მაქვს გაწეული , მაგრამ წინ კიდევ მეტი შრომა მელის, რათა უფრო მეტ წარმატებას და წინსვლას მივაღწიო"- განაცხადა გენომ.


„აჭარაბეთისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი
სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი
პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ
ტურნირებში.

‘'აჭარაბეთმა" შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი,სადაც
გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები