თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ამჯერად პროექტის ფარგლებში თბილისის და ლა-კორუნიას (ესპანეთი) სამწერლო რეზიდენციების ერთობლივ სარეზიდენციო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ავტორი მიმდინარე წლის სექტემბერში, 2 კვირით ესპანეთში, ლა-კორუნიაში გაემგზავრება, ხოლო ესპანელი ავტორი კი მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს.
„პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება და ქართველი ავტორების უცხოეთში პოპულარიზაციაა. გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა, მონაწილე ავტორს, შემოქმედებითი გარემოს გამოცვლის და მშვიდ, კომფორტულ, ახალ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს", - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შეტანა შეუძლია ავტორს (ჟანრის განურჩევლად), რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი. გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისურ ენის სასაუბრო დონეზე (A2) ფლობა. აპლიკანტმა მისამართზე info@tbilisiwbc.ge
უნდა წარმოადგინოს CV ან მოკლე ბიოგრაფია გამოქვეყნებული წიგნებისა თუ სხვა ნაშრომების მითითებით, სამოტივაციო წერილი და იმ ნაწარმოების ვრცელი სინოფსისი (ან/და ნაწყვეტი), რომელზე სამუშაოდაც სარეზიდენციო პერიოდს გამოიყენებს.
ქართულ-ესპანური სარეზიდენციო პროგრამისთვის მხოლოდ ერთი ავტორი შეირჩევა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2021 წლის 3 აგვისტოს 18:00 საათია. პროგრამის შესარჩევი ეტაპი 4 აგვისტოდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები